კომაროვის სკოლაში საჯარო ლექცია სათაურით: "კვანტური მექანიკა ყველასათვის" ჩატარდა!
- 09 მაისი, 2018
კომაროვის სკოლაში საჯარო ლექცია სათაურით: "კვანტური მექანიკა ყველასათვის" ჩატარდა. ლექცია წაიკითხა თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის, ფიზიკის მიმართულების ასისტენტ-პროფესორმა, თსუ-ს მაღალი ენერგიების ინსტიტუტის ველის კვანტური თეორიის განყოფილების უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა თეიმურაზ ნადარეიშვილმა.
ლექცია ეხებოდა კლასიკური ფიზიკის შეუთავსებლობებს მიკრო სამყაროსთან, დიდი აფეთქების თეორიასა და CERN-ის ამაჩქარებელზე მიმდინარე ექსპერიმენტებს. ლექციას ესწრებოდნენ კომაროვის სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები, დირექციის წარმომადგენლები, ასევე მოწვეული სტუმრები ფიზიკის ინსტიტუტიდან, მაღალი ენერგიების ინსტიტუტიდან, სკოლის კურსდამთავრებულები და ღვაწლმოსილი პედაგოგები.
კომაროვის სკოლა მადლობას უხდის ბატონ თეიმურაზს საინტერესო ლექციისათვის!